ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


15 March 2017
„ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრის" პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში

15 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა ახალი პროექტის - „ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრის" პრეზენტაცია. ცენტრის მიზანია, როგორც უნივერსიტეტში ასევე ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია.
შეხვედრას დაესწრნენ წარმომადგენლები სამთავრობო და ბიზნეს სექტორიდან, ასევე მეცნიერები სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტებიდან.


ცენტრის შესახებ
ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი (ტტც) გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას ქართულ ბიზნესთან და აპირებს განახორციელოს კვლევები ინოვაციების მიმართულებით. კვლევის შედეგების მიხედვით ცენტრი ქართველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტების თანამონაწილეობით შექმნის ინოვაციურ პროდუქტს და სერვისს.
ცენტრი აქტიურად შეუწყობს ხელს კომერციალიზაციის პროცესში მეცნიერებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტების ურთიერთქმედებას, ახალი start-up პროექტების გასაჩენად.


ამავდროულად ცენტრი განახორციელებს ქართველი მეცნიერების აღმოჩენის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კომერციალიზაციას. აღნიშნული პროცესის უზრუნველსაყოფად ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშეწყობის ისეთ საერთაშორისო სისტემებთან, როგორიც არის Nine Sigma, Yet2.com, Innocentive. აღნიშნული სისტემები ახორციელებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისაგან (P&G, Philips, Uniliver, Simens Electrolux, GlaxoSmithKline) მეცნიერებისათვის დაკვეთების გენერაციას.
ცენტრი ასევე უზრუნველყოფს მეცნიერების და Start-up-ების ხელშეწყობას და კონსულტირებას ინტელექტუალური საკუთარების დაცვის მიმართულებით.
ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრს უკვე დაწყებული აქვს ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა და იმ პრობლემების თუ საჭიროებების იდენტიფიცირება, რომელიც შესაძლებელია გაუმჯობესდეს ქართველი მეცნიერების მონაწილეობით. პროცესი სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის სექტორში მიმდინარეობს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი